ჯიხაშკარის გამგებელმა ავთო მარღიამ, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცყოფა მიაყენა, ამავე სოფლის მკვიდრს გია ბაგათელიას, რომელიც ე.წ. „ დუბინკით“ სცემა. რის, შემდეგ, დაზარალებულმა გონება დაკარგა.
“ეზოში ვიყავით, მანქანა გაჩერდა სახლის ჭიშკართან. წინა მინა ჩაწეული ქონდა, ვიცანი, და ვუთხარი გარიდებოდა იქაურობას, მაგრამ არ წავიდა. არ ველაპარაკები ამ ადამიანს ხუთი წელია და ჩემს ჭიშკართან რა უნდოდა?“ განუცხადა ბაგათელიამ ჟურნალისტებს. ინციდენტს თვითმხილველიც ყავს, მეუღლე ნანა ბაგათელია, რომელიც უკვე დაკითხეს სამართალდამცავებმა მოწმის სახით. ის ამბობს რომ: „მანმანქანა გააჩერა(ავთო მარღია), გადმოვიდა რაღაც ნივთი ეჭირა ხელში და ის ჩაარტყა.მე რომ, მივედი ჩემი მეუღლე წაქცეული იყო და სისხლი მოსდიოდა, ის ურტყამდა, მე მეგონა მკვდარი იყო , არ ინძრეოდა , ჩემი დანახვისას ისინი გაეცალნენ იქაურობას , ჩვენ დროულად მოვახერხეთ სასწრაფოს გამოძახება. ჩემი მეუღლე ავადმყოფია, გულის ოპერაცია აქვს გაკეთებული. ადრე ავთოს ძმასთან გვქონდა კონფლიქტი,შემდეგ, კი, წლების განმავლობაში ურთიერთობა არ გვქონია მასთან და მის ოჯახთან.”
ჯიხაშკარის გამგებელმა, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, ჟურნალისტებთან კომენტარის გაკეთება არ ისურვა.
გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა მაია ღურწკაიამ ამ ფაქტის შესახებ, ჟურნალისტებისგან გაიგო, შემდეგ გადაამოწმა, მაგრამ გვითხრა, რომ ამ ეტაპისთვის კომენტარისგან თავს იკავებს, როგორც თვითონ, ამბობს გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე.
შსს კი აცხადებენ, რომ საქმე აღძრულია 125 მუხლით.
[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=ZYMxOSI41lM[/embedyt]