პროფესიული სასწავლებელი გაიხსნა


 წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ჯვარში აქტიურ ფაზაშია შესული პროფესიული კოლეჯის „ლაკადა“ სრული რეაბილიტაციის პროცესი. მორიგი თანამედროვე სტანდარტების პროფესიული სასწავლო დაწესებულება სექტემბრიდან განახლებული ინფრასტრუქტურით გააგრძელებს ფუნქციონირებას. კოლეჯში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაობს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნეტორის მოადგილე კახაბერ რუსია და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები გაეცნენ.
რეაბილიტაციასთან ერთად, კოლეჯში განახლდება სასწავლო და საოფისე ინვენტარი, აღიჭურვება თანამედროვე კომპიუტერული ტექნიკით, სასწავლებელი უზრუნველოფილი იქნება თანამედროვე გათბობისა და კონდიცირების სისტემით. სასწავლებელი ადაპტირებული იქნება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე სტუდენტებისთვის, შენობას ექნება ლიფტი. პროფესიული კოლეჯი „ლაკადა“ ახორციელებს რეგიონის შრომის ბაზრის მოთხოვნაზე ორიენტირებულ სასწავლო პროგრამებს; რეგიონს უზრუნველყოფს მოთხოვნადი სპეციალობების კვალიფიციური კადრებით; ხელს უწყობს მოსახლეობის და საქმებას, რაც თავისთავად განაპირობებს უმუშევრობისა და რეგიონის მოსახლეობის მიგრაციის შემცირებას, სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას.
სასწავლებელში ხორციელდება შემდეგი სასწავლო პროგრამები: კალატოზი; მეფილე–მომპირკეთებელი; ძრავის შემკეთებელი; ელექტრიკოსი; ღონისძიებათა მომწყობი; სამკერვალო ნაწარმის სპეციალისტი; კონდიტერი; თექის ხელოსანი; მებათქაშე; კოპიუტერისმომხმარებელი; მღებავი; შემდუღებელი. კოლეჯს გააჩნია სასწავლო ლაბორატორიები შემდეგი სპეციალობებისთვის: ავტომობილის ძრავისშემკეთებელი, კონდიტერი, სამკერვალო ნაწარმის სპეციალისტის სახელოსნო დასხვ.
ქალაქი ჯვარი საზღვრის მიმდებარე სოფელია და შესაბამისად, კოლეჯში ძირითადი კონტიგენტი დევნილი და სოციალურად დაუცველი სტუდენტია


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.