“ჯანსაღი საკვები პროდუქტი ხანგრძლივი სიცოცხლეა, გენმოდიფიცირებული ხანმოკლე”


  • დღეს, ზუგდიდის ცენტრალურ ბულვარში, სოფელ ჯუმის სკოლის სასკოლო სამოქალაქო კლუბის წევრების ინიციატივით, სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების გამოფენა-გაყიდვა და საინფორმაციო კამპანია გაიმართა, რომელიც ჯანსაღი კვების პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.

სოფელ ჯუმის საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლეებმა, მცირე საგრანტო პროექტი განახორციელეს, რომლის მიზანი ჯანსაღი კვების მნიშვნელობაზე მოსახლეობის ინფორმირება იყო.

ღონისძიების მონაწილეებს წარმოდგენილი ჰქონდათ სხვადასხვა ნატურალური პროდუქტები: თაფლი, კვახი, ყურძენი, სიმინდი, კარალიოკი, წაბლი.
ჯუმის საჯარო სკოლის დირექტორმა ირმა ბუკიამ განმარტა, რომ პროექტი: “ჯანსაღი საკვები პროდუქტი ხანგრძლივი სიცოცხლეა, გენმოდიფიცირებული ხანმოკლე”, ითვალისწინებდა გენმოდიფიცირებულ პროდუქტზე საზოგადოებისა და თემის ინფორმირებულობას. “პროექტის ფარგლებში მოხდა გამოკითხვა, რამდენად იყო თემი ინფორმირებული გენმოდიფიცირებულ პროდუქტებზე. სამწუხაროდ,აღმოჩნდა რომ საერთოდ არ ფლობდნენ არავითარ ინფორმაციას ამ საკითხზე. ამის შემდეგ, სამოქალაქო განათლების მასწავლებლის ბატონ ნუგზარ შამუგიას მიერ, მოხდა კითხვარების შემუშავება და ამ კითხვარების მეშვეობით, უფრო დეტალური ინფორმაციის მიღება საზოგადოებიდან ამ საკითხთან დაკავშირებით. არაერთხელ მოეწყო სოფლის კლუბსა და მაღაზიებში ფილმის ჩვენება გენმოდიფიცირებულ პროდუქტებზე, გარდა ამისა, დამზადდა ბუკლეტები. ასევე, მომზადდა ბანერები, რომელიც გავაკარით სხვადასხვა ადგილას. დღეს, გამოფენა-გაყიდვაში წარმოდგენელია ნატურალური, ჯანსაღი პროდუქტები, ყოველგავრი გენმოდიფიცირების გარეშე. ჩვენი სკოლის მოსწავლეები წარმატებით ართმევენ თავს ღონისძიებას. შემოსული თანხით, ჩვენ დავეხმარებით სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების  მქონე მოსწავლეებს”.

პროექტის მხარადმჭერია საქართველოს განათლების, მეცნიერების კლუტურისა და სპორტის სამინისტრო. დონორი ორგანიზაცია “ათინათი”.  პროექტს მხარდაჭერა გაუწია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ, ადგილობრივმა რესურცენტრმა და სოფლის თვითმმართველობამ.

 


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!