ჯანო ჭკადუა ეხმაურება “დემიშიზაციის” აქციას

  • ზუგდიდში, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან მომხდარ აქციას, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელი ჯანო ჭკადუა გამოეხმაურა. ის ფეისბუქზე წერს:

“ბოლო დღეების განმავლობაში, პოლიტიკური პარტიების მიერ ორი აქცია ჩატარდა ზუგდიდში.
პირველი აქციის დროს ოპოზიციის წარმომადგენლებმა მაჟორიტარი დეპუტატის ბიოროსთვის ბოქლომის დადება სცადეს. აქციის მონაწილეებს ბიუროსთან მართველი პარტიის მხარდამჭერები დახვდნენ. შუაშია პოლიციის თანამშრომლები ჩადგნენ. ორივე მხარეს აქციის 30-30_მდე მონაწილე იყო და ამავე ოდენობით პოლიცია.
დღეს, ოპოზიციის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე, ერთ მხარეს მმართველი პარტიის 200_მდე მხარდამჭერები იყო, ოპოზიციის მხარეს _ 50 მდე, მათ შორის კი ჟურნალისტები იდგნენ, სხვა არავინ.
იყო სიტყვიერი შელაპარაკება, ცოცხები, კასრები, ყავარჯნები, მინის დაზიანება და ა. შ მაგრამ ორივე მხარემ შეძლო, რომ აქცია ფიზიკურ დაპირისპირებაში არ გადაზრდილიყო..
მგონი რაღაც დამავიწყდა, ა ხო, პოლიცია.. ალბათ იკითხავ პოლიცია სად იყო?! სად და ჩემს გვერდით იდგა, მე მოვაცდინე.. ჩემი, ჩემი ბრალია, რომ პირველი 15 წუთი შორიდან უყურებდა თუ რა ხდებოდა აქციის წევრებს შორის… მერე ორივეს ერთად გაგვახსენდა, რომ პრევენციის მიზნით აქციის მონაწილეებს შორის პოლიცია უნდა ჩამდგარიყო.. მერე რაა, რომ დააგვიანა! თავიდანვე არ დადგა! მერე რაა, რომ დაპირისპირებულ მხარეებს შორის არავინ იდგა და მოხუც ქალს ცოცხი რამოდენიმეჯერ ჩაარტყეს!… მთავარია ბებომ “აბაროტი” არ მისცა და ფიზიკური დაპირისპირება არ მოხდა…
მე გიხდით ბოდიშს, რომ დროულად არ ჩადგა თქვენს შორის პოლიცია, უბრალოდ ჩემთან საუბარს შემორჩა…”-წერს ჭკადუა.

მოგეწონა? - გააზიარე!:

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.