- “ადამიანებს სახლში ყოფნა მოსწყინდათ და ვირუსი სწრაფად ვრცელდება, მსოფლიო კორონავირუსის პანდემიის ახალ და სახიფათო ეტაპზეა.“-ამბობს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი.
”მსოფლიო ახალ და სახიფათო ეტაპზეა. ბევრ ადამიანს სახლში ყოფნა მოსწყინდა, რაც გასაგებია. ქვეყნებს ეკონომიკის გახსნა სურთ. თუმცა, ვირუსი სწრაფად ვრცელდება, ის მაინც მომაკვდინებელია და ადამიანების უმეტესობა ისევ რისკის ქვეშ არის” , – აცხადებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორი