ჯანმომ “მაიმუნის ყვავილთან” დაკავშირებით ჯანდაცვის სფეროში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა


  • ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ „მაიმუნის ყვავილთან“ დაკავშირებით ჯანდაცვის სფეროში გლობალური საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

დასავლურის მედიის ინფორმაციით, გაერო-ს ორგანიზაციის გადაწყვეტილება მსოფლიოში „მაიმუნის ყვავილით“ ინფიცირების შემთხვევების ზრდას უკავშირდება.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ საგანგებო მდგომარეობა ვირუსის შესახებ საგანგებო კომიტეტის მეორე შეხვედრის დასრულების შემდეგ მიიღო.

გაერო-ს ჯანდაცვის ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ტედროს ადჰანომ გებრეისუსი​ს განცხადებით, 75 ქვეყანაში 16 000-ზე მეტი შემთხვევაა რეგისტრირებული.

„ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შეფასებით, „მაიმუნის ყვავილის“ რისკი საშუალოა გლობალურად და ყველა რეგიონში, გარდა ევროპის რეგიონისა, სადაც ჩვენ ვაფასებთ რისკს, როგორც მაღალს“, – აღნიშნა გებრეისუსმა.

ამჟამად მსოფლიოში არსებობს მხოლოდ ორი ასეთი ჯანმრთელობის საგანგებო მდგომარეობა – კორონავირუსული პანდემია და მუდმივი ძალისხმევა პოლიომიელიტის აღმოსაფხვრელად.

წყარო


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.