- საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით საქართველოში საფრთხის რისკი მომატებულია, თუმცა ამის აღმოსაფხვრელად ყველა უწყება ერთობლივად მუშაობს.
“ამ ეტაპისთვის ახალ სუბიექტებზე საფრთხე გამოვლენილი არ არის, თუმცა დაკვირვების პროცესი მიმდინარეობს. ლუგარის ლაბორატორია მიმდინარე მოვლენებთან მიმართებით განცხადებას ყოველდღიურ რეჟიმში აკეთებს. პირად კონტროლზე მყავს აყვანილი ეს პროცესი. ყველა უწყება ერთობლივად ვმუშაობთ. საგარეო საქმეთა მინისტრიც აქტიურად არის ჩართული, ასევე სასაზღვრო სამსახურიც. აბსოლუტურად ყველა ინფორმაცია გვაქვს შემომავალ მგზავრებზე, ასევე იმ მგზავრებზე, რომლებიც ამ ეტაპზე დაკვირვების პროცესში იმყოფებიან. რა თქმა უნდა, საფრთხის რისკი მომატებულია, მაგრამ ამის მიუხედავად, ყველა ღონისძიება გვაქვს გატარებული, რაც მოსახლეობისთვის საფრთხის გავრცელების რისკს მნიშვნელოვნად ამცირებს“, – განაცხდა მინისტრმა.