ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, გეგმური ოპერაციები განახლდება


  • ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, გამომდინარე იქიდან, რომ კორონავირუსის გავრცელების რისკი შეცირებულია, გეგმური ოპერაციები განახლდება.

როგორც გაბუნიამ ჟურნალისტებს განუცხადა, კლინიკები ინფექციის გავრცელების კონტროლის კუთხით მზად არიან.

„უკანასკნელ პერიოდში, ანუ ბოლო 2-3 თვის განმავლობაში, კლინიკაში მიმართვიანობა შემცირდა, შემცირდა გეგმური შემთხვევების ხარჯზე, რომლის გადავადებაც შესაძლებელი იყო. გადავადების გადაწყვეტილება მიიღეს თავად პაციენტებმაც. ამ შემთხვევაში არ იყო ნამდვილად რეკომენდირებული გეგმური ჩარევების ინტენსიური ჩატარება, იმის გამო, რომ ვიყავით ინფექციის გავრცელების მაღალი რისკის წინაშე. ახლა, როდესაც ეს რისკი შემცირდა, კლინიკების მზაობაც, ინფექცის კონტროლის კუთხით, მნიშვნელოვნად მაღალია, ვიდრე ეს იყო ეპიდემიის დასაყისში. უკვე ვფიქრობთ, რომ გეგმური ოპერაციების ჩვეული ტემპი განახლდება და პაციენტები დაუბრუნდებიან კლინიკებს გეგმური ჩარევებისთვის“,- განაცხადა გაბუნიამ.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!