დღეს, 1 სექტემბერს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჯანდაცვის კომისიის რიგით მეთექვსმეტე სხდომა ჩატარდა. რის შედეგადაც დაფინანსდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები 146 მოქალაქე. თანხამ შეადგინა 45ათას 489 ლარი. 27 მოქალაქე დაფინანსდა ძვირადღირებული მედიკამენტებით, 3 მოქალაქეს გაეწია ოპერაციის თანადაფინანსება, ხოლო 116 მოქალაქე დებულების თანახმად ჩაერთო “C” ჰეპატიტის დიაგნოსტიკის პროგრამაში.