დღეს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ხმაურიანი იყო. სხდომას ესწრებოდნენ გარემოვაჭრეები და დევნილები. მათ ხელში ეჭირათ ტრანსპარანტები წარწერით: „ახდენილი ოცნებები“. გუბერნატორის ხელფასი-59 00ლარი, განყოფილების უფროსი- 16 00ლარი, სოციალურად დაუცველი-97 თეთრი დღეში, დამლაგებლის ხელფასი- 110 ლარი.
„ენმ“ დეპუტატის ანა წითლიძის განმარტებით, დღეს, საკრებულო გეგმავდა საჯარო მოხელეებისთვის ხელფასის ზრდას, თუმცა ბიუროს სხდომაზე, მათი მხრიდან წინააღმდებობის გაწევის შემდეგ საკითხის განხილვა გადაიდო. ხმაური მოჰყვა იძულებით გადაადგილებულ ინეზა ფარულავას განცხადებას. მისი თქმით, მას ოჯახში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე წევრი ჰყავს და ორი თვეა მერიისგან ფულადი დახმარება არ მიუღია. „თქვენ ამის შემდეგ არაფრის არ გრცხვენიათ. გამეცით პასუხი რატომ არ ჩამირიცხეთ ორი თვის ფული. გუშინ, ერთი თვის ფული ჩამირიცხეთ, ისიც დიდი ამბის შემდეგ, მითხარით, რატომ არ ჩამირიცხეთ“. მერიის სოციალური სამსახურის უფროსის ნინო სხულუხიას განმარტებით, იანვრის თვეში დაფინანსებასთან დაკავშირებით იყო შეფერხება. კომისიები ჩამოყალიბებული უნდა ყოფილიყო, იურდიულად გაფორმებული უნდა ყოფილიყო, ამიტომ მოხდა შეფერხება. ამიტომ ჩაგერიცხათ თქვენ ერთი თვის თანხა, მაგრამ ორშაბათს, ან სამშაბათს, ჩვენ ჩანიშნული გვაქვს სოციალური კომისიის სხდომა, სადაც სწორედ ეს საკითხი გადის. ყველა განცახდება, რომელიც შემოტანილი იყო იანვრის თვეში, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ მოქალაქე ჩართული იქნას ან ქირის პროგრამაში, ან „შინ მოვლის“ პროგრამაში ყველა დაკმაყოფილედება“.