დღეს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა ხმაურიანი აღმოჩნდა,–სხდომას ესწრებოდნენ სუპერმარკეტის როგორც გარევაჭრობის, ასევე შიდავაჭრობის წარმომადგენლები.სხდომას ესწრებოდა მერის მოადგილე მაიზერ ნანავა, რომელმაც საზოგადოებას მოახსენა მერიის ცალსახა გადაწყვეტილება, რომ ზუგდიდში გარევაჭრობა არ აღდგება.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=YbPWBKaSNQE[/embedyt]
სხდომის მიმდინარეობის პერიოდში, ხმაურიანი გამოსვლები იყო, როგორც გარემოვაჭრეების მხრიდან, ასევე ოპოზიციური პარტიის დეპუტატების მხრიდანაც.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=bc0laeJdX3A[/embedyt]
საკრებულომ, დღევანდელი სიტუაციებიდან გამომდინარე, შექმნა სპეციალური კომისია, რომელშიც დეპუტატებთან ერთად შევლენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. მოვაჭრეებმა, კომისიის შემადგენლობაში ყოფნაზე უარი განაცხადეს. გარემოვაჭრეები შაბათ–კვირას შეწყვეტენ აქციას, ორშაბათიდან კი ისევ აპირებენ მის განახლებას.