ხვალ, 12 საათზე, მრავალბინიან კორპუსებში დეზინფექცია დაიწყება


  • დღეს, ზუგდიდის მერმა გიორგი (გეგა) შენგელიამ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მრავალბინიან კორპუსებში და დევნილთა დასახლებებში დეზინფექცია ჩატარდება. 

“ჩვენ ვცდილობთ იმ ობიექტების დეზინფექციას, სადაც პირველ რიგში, არის ვირუსის გავრცელების მეტი რისკი, ასეთი ადგილებია მრავალბინიანი კორპუსები და დევნილთა ჩასახლებები. ხვალ 12 საათიდან დაიწყება სადარბაზოების დეზინფექცია სრულად”. – განუცხადა ჟურნალისტებს მერმა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

18 − 5 =

Akismet ანტისპამი