- ცოფთან ბრძოლის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით 27 სექტემბერს მთელი ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის ზუგდიდში შინაური ცხოველების უფასო ვაქცინაცია ჩატარდება. ინფორმაციას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
“28 სექტემბერი ცოფთან ბრძოლის მსოფლიო დღეა, აღნიშნულ ღონისძიებასთან დაკავშირებით, 27 სექტემბერს, 11:00-დან 15:00 საათამდე, მთელი საქართველოს მასშტაბით, შინაური ცხოველების უფასო ვაქცინაცია ჩატარდება”, – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სამეგრელოს მასშტაბით ხვალ ცხოველების აცრა შემდეგ მისამართებზე იქნება შესაძლებელი:
ზუგდიდი-კ. გამსახურდიას II შეს. N 4
სენაკი- რუსთველის ქ. ნ 235
აბაშა- ჩიქოვანის ქ. N13
მარტვილი-გახოკიძის ქ. 5
ჩხოროწყუ-აღმაშენებლის ქ. N 14
ხობი- ც. დადიანის ქ. N185
წალენჯიხა- გამსახურდიას ქ. N 9
ფოთი -კოსტავას ქ. N 193
მესტია – აეროპორტის მიმდებარე ტერიტორია