ხვალ ზუგდიდში საახალწლო ღონისძიება გაიმართება


  • 4 იანვარს ზუგდიდში საახალწლო ღონისძიება გაიმართება.

ღონისძიების ადგილი: ზვიად გამსახურდიას 1, დადიანების სასახლის ბაღი.

 13:00-14:00 – საახალწლო მელოდიები.

 14:00 – კოსტუმირებული ორკესტრისა და ზღაპრის გმირების მსვლელობა.

14:00-19:00 – საშობაო ბაზრობა: ადგილობრივი ნაწარმის, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, გლინტვეინი, ცხელი შოკოლადი და საკვები სივრცეები.

14:00-18:00 – საბავშვო სივრცე: საახალწლო სათამაშოების დამზადების გაკვეთილები.

15:00 – 16:00 – ანიმატორების საბავშვო პროგრამა.

16:00-17:30 – ბავშვების შეხვედრა თოვლის ბაბუასთან.

17:30-17:45 – კოსტუმირებული ორკესტრის მსვლელობა.

18:00 – 20:00 – შემსრულებლები: შვიდკაცა, ჯგუფი – Killages.

20:00 – საზეიმო ფოიერვერკი.

ღონისძიების წამყვანი ანა კოშაძე იქნება.

ღონისძიების დასასრულს, 21:00 საათზე, იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ჩამოდგება მუნიციპალური ტრანსპორტის ავტობუსები და შეასრულებენ უფასო დამატებით ბრუნებს სხვადასხვა მიმართულებით.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

18 + seven =

Akismet ანტისპამი