ხვალ ზუგდიდში ვლაქერნობა აღინიშნება


  • 15 ივლისი, ვლაქერნის ღვთისმშობლის სახელობის ხატის დღეა. დღესასწაულთან დაკავშირებით, სალიტანიო მსვლელობით, ხდება დადიანების მუზეუმის საცავიდან, ივერიის ყოვლაწმინდა ღვთისმშობლის სახელობის მშენებარე საკათედრო ტაძარში ზუგდიდის ცენტრალური ბულვარისა და თავისუფლების მოედნის გავლით, ღვთისმშობლის კვართის გადაბრძანება.

დეკანოზმა იოანე აკობიამ “ზუგდიდელებს” უთხრა, რომ დღესასწაული, წელსაც, ჩვეულებრივად ჩატარდება.

“დილით, 9 საათზე დაიწყება მსვლელობა. მუზეუმიდან მოხდება კვართის გადმობრძანება. ათ საათზე დაიწყება წირვა. სადღესასწაულო წირვის შემდეგ, მრევლს ექნება შესაძლებლობა ემთხვიოს კვართს. რაც შეეხება სტუმრებს, წინასწარ ვერ გეტყვით ვინ ჩამოვა კვართის მოსალოცად. კვართი დღის ბოლომდე დარჩება ტაძარში და ნებისმიერ მსურველს შეეძლება მისი მოლოცვა”.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.