ხე-ტყის უკანონო ჭრასა და უკანონო ტყითსარგებლობაზე დაწესებული სანქციები მკაცრდება


  • ხე-ტყის უკანონო ჭრასა და უკანონო ტყითსარგებლობაზე დაწესებული სანქციები მკაცრდება. როგორც პრემიერ-მინისტრმა, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, შესაბამისი კანონპროექტი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მოამზადა.

“ცვლილებების თანახმად, სახერხი საამქროს მიერ რეგისტრაციის მოთხოვნის დარღვევა გამოიწვევს სანქციას – 1-დან 3-წლამდე თავისუფლების აღკვეთით. “სისხლის სამართლის კოდექსს“ დაემატება მუხლი, რომელიც სახერხი საამქროს ტერიტორიაზე არამარკირებული მრგვალი ხე-ტყის განთავსებას ეხება – ამ სამართალდარღვევისათვის მხოლოდ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა იყო გათვალისწინებული. კანონპროექტით განისაზღვრება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა 1-დან 3-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით. თუ მრგვალი ხე-ტყის უკანონოდ განთავსება დიდი ოდენობით ხდება, ამ შემთხვევაში პასუხისმგებლობა 3-დან 5-წლამდე თავისუფლების აღკვეთა იქნება.

გარდა ამისა, სანქციები მკაცრდება მერქნიანი მცენარის უკანონო გაჩეხვასა და დამზადებაზე. ცვლილებებით ასევე დგინდება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა სახელმწიფო ტყეში ან დაცულ ტერიტორიაზე მერქნიანი მცენარის დიდი ოდენობით უკანონო გაჩეხვაზე – 5-დან 7-წლამდე თავისუფლების აღკვეთით.

პასუხისმგებლობა მკაცრდება მრგვალი ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირებაზე – პასუხისმგებლობა 3-დან 5- წლამდე თავისუფლების აღკვეთა იქნება.

ტყე არის ის, რასაც განსაკუთრებულად უნდა გავუფრთხილდეთ. ის ჩვენი ქვეყნის განსაკუთრებული სიმდიდრეა, რომელიც მომავალ თაობებს უნდა შევუნახოთ. ამას ემსახურება პრევენციული ზომები, რომელიც დამუშავდა და შესაბამისს კანონებში აისახება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!