“ხალხის აზრია ჩემთვის ღირებული”


  • ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭითაწყარის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ჯანაშია არ მალავს, რომ იღბლიანია, მაგრამ ამბობს, რომ წარმატებას დიდი შრომის შედეგად აღწევს.

-პროფესიით ვარ ფილოლოგი, გერმანული ენისა და ლიტერატურის განხრით. შევისწავლე კომპიუტერული ტექნოლოგიები. გარკვეული პერიოდი, ვასწავლიდი კიდეც კომპიუტერულ საოფისე პროგრამებს. სხვადასხვა დროს, ვმუშაობდი ფუჯიფილმში ოპერატორად. მოგვიანებით, 2013-2014 წლებში, დავიწყე მუშაობა ჭითაწყარის გამგეობაში, სპეციალისტად.
2017 წელს, შემომთავაზეს კენჭი მეყარა სოფლის მაჟორიტარ დეპუტატად. მეც დავთანხმდი, ჩემს გვერდით, იდგა ჩემი სოფლის წინამორბედი დეპუტატი გელა ჩილაჩავა და სოფლის წარმომადგენელი ბადრი დარასელია. გვერდით დამიდგნენ, რა თქმა უნდა, ჭითაწყარელები. მე მათგან დავალებული ვარ და ვცდილობ, საკრებულოში დროულად მივიტანო მათი სათქმელი, მათი ხმა.
ჩემი მაჟორიტარობით, მაქვს ხალხთან ურთიერთობის მშვენიერი საშუალება,-შემიძლია, მივიდე თითოეულ მოსახლესთან, არა აქვს მნიშვნელობა ბავშვი იქნება, ახალგაზრდა, თუ მოხუცი და დავინტერესდე მათი ცხოვრებით, პრობლემებით. ასე, რომ უშუალო კონტაქტი მაქვს თითოეულ ჭითაწყარელთან. ურთიერთობისა და კომუნიკაციის პრობლემა არასდროს არ მქონია და ახლა ეს თვისებები მეხმარება შევისწავლო ჩემი სოფლის ლხინი და სატკივარი.
ვისი აზრია თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და ღირებული?
– რა თქმა უნდა, ხალხის აზრია, ჩემთვის, ყველაზე ღირებული. მე ამ ხალხს წარმოვადგენ, მათი არჩეული ვარ, მათი შუამავალი ვარ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობასა და ხალხს შორის.
ჩვენს სოფელში, ევროპული სტანდარტებით მოეწყო ორკილომეტრიანი ქუჩა. სანიაღვრეებით, ასფალტით, რაც კომფორტს უქმნის მოსახლეობას გადადგილებაში. ასევე, სოფელში გაკეთდა 2 სოციალური სახლი. რომ ამირჩიეს იმ დღიდან, ჩემი მიზანია, საბავშვო ბაღი ჰქონდეს სოფელს. პროექტირება დამთავრებულია და მალე ტენდერზე გავა. ამ წელს დაიწყება მშენებლობა.
-გაგვაცანით თქვენი ოჯახი.
– 2010 წელს ვიქორწინე. ჩემი მეუღლე რიყელი ნინო გოგია, სპეციალობით ბუხჰალტერია, გვყავს ერთი ვაჟიშვილი ირაკლი, პირველკლასელია, ჩემი მოსახელე, ისიც ჩემს დაბადების დღეს, 26 იანვარს არის დაბადებული. ერთად აღვნიშნავთ ჩვენს დღესასწაულს (იღიმება). სრული იდილია მაქვს ოჯახში.
ჩემი მშობლები არიან ზაურ ჯანაშია და ნინელა ბოკუჩავა. დედა ნამცხვრების და ტორტების დიდი ოსტატია. მამა, ადრე, ზედაეწერში, პუნქტის გამგედ მუშაობდა. ახლა უმუშევარია. მყავს 6 წლით უმცროსი და მონიკა ჯანაშია, რომელიც აბასთუმნის საჯარო სკოლაში მუშაობს ინკლუზიურ ბავშვებთან. დაქორწინებულია მალხაზ ბაძაღუასთან. ჰყავთ ორი ვაჟიშვილი.
– როგორი მამა ხართ?
– ვცდილობ, ვიყო მეგობრული მამა. ყველანაირად ვეხმარები შვილს, რომ კარგი ვაჟკაცი გაიზარდოს.
– ტრადიციული კითხვა: რა არ მოგწონთ და რა მოგწონთ ადამიანის თვისებაში?
– არ მომწონს, როცა ადამიანები ღალატობენ ერთმანეთს. მომწონს ურთიერთგაგებისა და გვერდში დგომის უნარით დაჯილდოებულები.

როზა როგავა


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!