ხალხით გადაჭედილი სანაპიროები და პარკები – რა ხდება დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ში


  • დიდი ბრი­ტა­ნე­თის პერ­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ბო­რის ჯონ­სონ­მა გა­სულ კვი­რას გა­ნა­ცხა­და, რომ მომ­დევ­ნო კვი­რე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში კა­რან­ტი­ნი ეტა­პობ­რი­ვად შემ­სუ­ბუქ­დე­ბა. ბრი­ტა­ნე­ლებს ახა­ლი წე­სე­ბის თა­ნახ­მად, უფ­ლე­ბა აქვთ სა­ვარ­ჯი­შოდ და სა­სე­ირ­ნოდ წა­ვიდ­ნენ, თუმ­ცა ჯგუ­ფუ­რად არა. მათ 2 მეტ­რი­ა­ნი სო­ცი­ა­ლუ­რი დის­ტან­ცი­ის დაც­ვა მო­ე­თხო­ვე­ბათ.

ჯონ­სო­ნის თქმით, ადა­მი­ა­ნებს შე­უძ­ლი­ათ წა­ვიდ­ნენ სა­ნა­პი­რო­ზე, მი­ი­ღონ მზის აბა­ზა­ნე­ბი, იყონ სა­ჯა­რო სივ­რცე­ში შე­უ­ზღუ­და­ვი დრო­ით, თუმ­ცა აუ­ცი­ლებ­ლად უნდა და­იც­ვან სო­ცი­ა­ლუ­რი დის­ტან­ცია.

ამ გან­ცხა­დე­ბი­დან მე­ო­რე დღეს ბრი­ტა­ნე­ლე­ბი პლა­ჟებს მი­ა­წყდნენ, თუმ­ცა რო­გორც ფო­ტო­ე­ბი­დან ჩანს, იმ­დე­ნი ადა­მი­ა­ნია ერ­თად, რომ სო­ცი­ა­ლუ­რი დის­ტან­ცი­ის დაც­ვა პრაქ­ტი­კუ­ლად შე­უძ­ლე­ბე­ლია.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ დიდი ბრი­ტა­ნე­თი COVID-19-ით ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბის მი­ხედ­ვით, მსოფ­ლი­ო­ში მე­ხუ­თე ად­გილ­ზეა. იქ ბოლო მო­ნა­ცე­მე­ბით, კო­რო­ნა­ვირუ­სით, 261 184 ადა­მი­ა­ნი და­ინ­ფი­ცირ­და, მათ შო­რის 36 914 პა­ცი­ენ­ტი გარ­და­იც­ვა­ლა.

წყარო


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.