“ჭკუის კოლოფის” ახალი სეზონი დაიწყო


22 ოქტომბერს, მოსწავლე – ახალგაზრდობის სასახლეში, სასახლის უმცროსკლასელთა კლუბმა (ხელმძღვანელი ნათია ჭითანავა) ჩაატარა ინტელექტუალური თამაშის ,,ჭკუის კოლოფი” პირველი ტური, რომელშიც ქალაქისა და რაიონის საჯარო სკოლების 27 გუნდი მონაწილეობდა. “ჭკუის კოლოფი” ძალიან პოპულარულია უმცროსკლასელებში, რასაც ბავშვების სიმრავლე და განწყობა მოწმობდა. თამაში ტარდება სასწავლო წლის ბოლომდე თვეში ერთხელ. შემდეგი თამაში ჩატარდება 19 ნოემბერს.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!