ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, ზუგდიდის მაჟორიტარულ ოლქში, “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატმა “ქართული ოცნების” კანდიდატს 10 ხმით მოუგო. ოფიციალური შედეგებით, “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატ ვარადებულ ლაშხიას ხმა ამომრჩეველთა 49,76 %-მა (623 ხმა) მისცა,
“ქართული ოცნების” კანდიდატ ამირან ლაგვილავას კი 48,96 %-მა (613 ხმა). შესაბამისად, მმართველი პარტიის კანდიდატი “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატთან 10 ხმით დამარცხდა.