წინასწარი მონაცემებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტს “ნაციონალი” გამგებელი ეყოლება


წინასწარი მონაცემებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტს “ნაციონალი” გამგებელი ეყოლება. ცესკოს წინასწარი გათვლით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლობის კანდიდატებიდან ყველაზე მეტი ხმა 45.59% „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლმა ბესიკ გაბუნიამ მიიღო. 

მისმა მთავარმა კონკურენტმა “ქართული ოცნებიდან” ლაშა გოგიამ კი 43.07%-

დანარჩენი ხმები ასე განაწილდა: „რეპუბლიკელების კანდიდატი ირაკლი ქოჩუა – 2.15%.

„პატრიოტთა ალიანსის“ გამგებლობის კანდიდატი გურგენ სართანია – 9.19%.

65 საარჩევნო უბნიდან ამ დროისათვის დათვლილია 63 უბანი.

სავარაუდოდ, მუნიციპალიტეტის გამგებლობისათვის “მებრძოლი” კანდიდატებისათვის ცესკო მეორე ტურს დანიშნავს.