წელს სტუდენტი 29 614 აბიტურიენტი გახდა

  • შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დღეს, ერთიანი ეროვნული გამოცდები ოფიციალურად დასრულდა. გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის, სოფიო გორგოძის განცხადებით, 2020 წელს უმაღლეს დაწესებულებებში სწავლას 29 614 აბიტურიენტი გააგრძელებს.

2020 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 39 300 აბიტურიენტი იყო რეგისტრირებული.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი სოფიო გორგოძე აბიტურიენტებს მიმართავს: “დღეს, აბიტურიენტებისთვის ცნობილი გახდა ინფორმაცია ჩარიცხვებისა და გრანტის განაწილების შესახებ. 2020 წელს უმაღლეს დაწესებულებებში სწავლას გააგრძელებს 29 614 აბიტურიენტი. ვულოცავ თითოეულ მათგანს და წარმატებებს ვუსურვებ ცხოვრების ახალ ეტაპზე. მათ კი, ვინც სხვადასხვა მიზეზის გამო ვერ შეძლეს წელს ამ არც თუ ისე მარტივ პერიოდში საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენა, ვთხოვ არ დაკარგონ მოტივაცია – უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა მომავალშიც ექნებათ.

სახელმწიფო გრანტი 6550-მდე გამოსაცდელმა მოიპოვა, ამათგან 100%-იანი დაფინანსება მიიღო 1000-ზე მეტმა, 70%-იანი დაფინანსება – 1500-მდე, 50%-იანი გრანტი კი 4000-ზე მეტმა აბიტურიენტმა დაიმსახურა.

წინა წელს თუ შევადარებთ, შარშან სტუდენტი გახდა რეგისტრირებულ აბიტურიენტთა 71%, წელს კი – 75%. ასე რომ, ამ თვალსაზრისით წელს უკეთესი მდგომარეობა გვაქვს.

ეს წელი გამოცდა იყო თავად ცენტრისთვისაც, რადგანაც მას უპრეცენდენტოდ რთულ ვითარებაში მოუწია სხვადასხვა გამოცდის ჩატარება დაახლოებით 70.000 ადამიანისათვის. მადლობას ვუხდი პროცესში ჩართულ თითოეულ პიროვნებას, რომელმაც საკუთარი შესაძლებლობების ფარგლებში ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ საგამოცდო პროცესს გართულებების გარეშე, ობიექტურად, გამოსაცდელებისათვის მაქსიმალურად კომფორტულად და უსაფრთხოდ ჩაევლო.

მინდა შევახსენო იმ აბიტურიენტებს, რომლებმაც მოიპოვეს სწავლის გაგრძელების უფლება, რომ რეგისტრაციის გასავლელად უშუალოდ უნდა მიმართონ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს”.

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.