“წარმოაჩინე ახალგაზრდა პოეტები”


  • დღეს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის სამკითხველო დარბაზში ჩატარდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკის მართვის ცენტრისა და ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის, ახალგაზრდობის, განათლებისა და კულტურის ცენტრის ორგანიზებით, პროექტის “წარმოაჩინე ახალგაზრდა პოეტების” ფარგლებში მარიამ კუტალიასა და ლილე კვირკვიას პოეზიის საღამო.

პროექტში აქტიურად მონაწილეობისათვის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის დირექტორის მოადგილეებმა და ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის, ახალგაზრდობის, განათლებისა და კულტურის ცენტრის დირექტორმა გიორგი ფიფიამ ახალგაზრდა ნიჭიერ პოეტებს მადლობის სიგელები და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ბიბლიოთეკის მკითხველები, მოწვეული სტუმრები და ახალგაზრდა პოეტები რომლებმაც საკუთარი ლექსები წაიკითხეს. საღამოს უძღვებოდა პოეტი შალვა ქარჩავა.
მუსიკალურად აფორმებდა ნიკოლოზ ლატარია.
პროექტი “წარმოაჩინე ახალგაზრდა პოეტები” – ფარგლებში მსგავსი საღამოები გრძელდება.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!