- აგვისტოს ომის შესახებ დასმულ კითხვაზე – წამოეგო თუ არა სააკაშვილი პროვოკაციას და წააქეზა თუ არა ის რუსეთმა, ექს-პრეზიდენტმა უპასუხა, რომ „ეს სიმართლეს არ შეესაბამება.“
„არა, ეს ასე არ არის. ყირიმის მაგალითმა ცხადად აჩვენა, რომ არსებობს ორი სცენარი: ან მთლიანად ნებდები, ან უბრალოდ იბრძვი. არ არსებობს მესამე სცენარი; როდესაც ისინი [რუსეთის ჯარი] უკვე იქ იმყოფებოდნენ, ვინ დაიწყო ომი?“, – აცხადებს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი IWPR-სთვის მიცემულ ინტერვიუში.
ამასთან, სააკაშვილი ტალიავინის დასკვნაზეც საუბრობს და აცხადებს, რომ აღნიშნულმა დასკვნამ ძალიან ცუდი როლი ითამაშა. „მათ განაცხადეს, რომ ომი საქართველოდან დაიწყო, თუმცა რუსული ჯარი იმ დროისთვის უკვე იქ იმყოფებოდა. უკაცრავად, რას გულისხმობენ ამაში? რუსეთის სცენარი ძალიან მკაფიო იყო. ეს იყო არტიკულირებული, არა სპეკულირებული. კოკოითმა [სამხრეთ ოსეთის მაშინდელმა დე ფაქტო პრეზიდენტმა] თქვა,”ჩვენ გავასუფთავებთ ხეობებს ბანდიტებისგან”- მათი სცენარი იყო სრულმასშტაბიანი შემოჭრა, მაგრამ ამ შემოჭრის შენიღბვა ოსური ძალების ადგილობრივების გარკვეულ ჯგუფთან დაპირისპირებით სურდათ“, – განაცხადა სააკაშვილმა.