- დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეგრელო-ზემო სვანეთის ხელმძღვანლის ანზორ ქობალიას ინფორმაციით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოცხოეწერში კორონავირუსის 2 შემთხვევა დადასტურდა.
ინფიცირებულია ერთი ოჯახის ორი წევრი, და-ძმა, რომლებიც სტუმრად იმყოფებოდნენ თბილისში 29 აგვისტოს. საეჭვოა ამავე ოჯახის კიდევ ერთი წევრის, არასრულწლოვნის ჯანმრთელობის მდგომარეობაც, რომლის კვლევის პასუხიც მოგვიანებით გახდება ცნობილი.
ანზორ ქობალიას ინფორმაციით, ინფიცირებულ და-ძმასთან უშუალო კავშირში მყოფი 8 პირი გადაყვანილია საკარანტინე სივრცეში, დამატებით გრძელდება კიდევ ეპიდემიოლოგიური კვლევა.