“ძლიერი ქალები – ძლიერი საქართველო”


  • 8 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა განცხადება გაავრცელა. ამ განცხადებით სოციალურ მედიაში დაიწყო საინფორმაციო კამპანია  „ძლიერი ქალები – ძლიერი საქართველო“, რომელიც მთელი მარტის თვის განმავლობაში გაგრძელდება.
“დღეს ჩვენ აღვნიშნავთ ქალთა საერთაშორისო დღეს. უკვე ორწელიწადნახევარია, რაც ამ ქვეყანაში ვიმყოფები და ჩემზე დღესაც დიდ შთაბეჭდილებას ახდენს ქალი პროფესიონალების მიერ არაჩვეულებრივად შესრულებული სამუშაო, იქნებიან ეს ქალი მეწარმეები, ჟურნალისტები, აღმსასრულებელი დირექტორები,    საზოგადოებრივი ლიდერები, თუ პოლიტიკოსები, როგორც დიდ ქალაქებში, ასევე სოფლად.
ქალები ქმნიან ახალ სამუშაო ადგილებსეხმარებიან მოწყვლად ჯგუფებს, ან მუშაობენ თავიანთ თემებში პირობების გასაუმჯობესებლად, რომ არაფერი ვთქვათ ბევრად ნაკლებ წარმოჩინებულ  სამუშაოზერომელსაც ბევრი ქალი ასრულებს სახლში  ბავშვების, თუ მოხუცების მოვლისას.
მათი წვლილი ძალზედ მნიშვნელოვანია დამაინცქალები საშუალოდ მამაკაცებზე გაცემული ანაზღაურების მხოლოდ 2/3-ს გამოიმუშავებენ და ქალების ნახევარზე ნაკლებია დასაქმებულია სახლს გარეთ.
არ უნდა დაგვავიწყდესრომ ბევრი ქალი დაუცველია დისკრიმინაციისაგან, ან უარესიგენდერული ნიშნით ძალადობისგანრაც ყოვლად დაუშვებელია.
საერთო ჯამშისაქართველო წინ მიიწევს გენდერული თანასწორობისკენ, მაგრამ ჯერ კიდევ გრძელი გზაა გასავლელიჩემი გზავნილი მარტივია – ქვეყანა მხოლოდ მაშინ იქნება ძლიერი , როდესაც ყველას მიეცემა   თანაბარი შესაძლებლობა მაქსიმალურად გამოიყენოს საკუთარი პოტენციალი.  დროა, ვიმუშაოთ იმ ბარიერების აღმოსაფხვრელადრომლებიც ხელს უშლის გოგონებსა და ქალებს სრულყოფილი წვლილი შეიტანონ საქართველოს მაქსიმალურად გაძლიერებაში.
სწორედ ეს არის ის გზავნილირომელსაც ჩვენი სოციალური მედიის არხების საშუალებით გავაჟღერებთ მარტის თვეში დაგეგმილი კამპანიის ფარგლებში დევიზით “ძლიერი ქალები-ძლიერი საქართველო”. ვიმედოვნებთრომ თქვენც ისურვებთ ამ დისკუსიაში მონაწილეობას და შემოგვიერთდებით.
მიზანი ნათელია, ისევე როგორც პოტენციალიჩვენ უბრალოდ ერთად უნდა გავაგრძელოთ მხარდაჭერა.
გილოცავთ ქალთა დღეს!”-წერს კარლ ჰარცელი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.