“ცოცხალი ბიბლიოთეკა”

დღეს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრთან არსებული ამერიკული კუთხის ორგანიზებით, ღინისძიება “ცოცხალი ბიბლიოთეკა” გაიმართა. “ცოცხალ ბიბლიოთეკაზე” წიგნები არიან სხვადასხვა პროფესიის, საზოგადოებისთვის ცნობილი, თუ უცნობი ადამიანები, რომლებიც მკითხველს თავიანთ ისტორიას უყვებიან. ღონისძიებაზე ისეთი წიგნები, იყო წარმოდგენილი როგორიცაა: ფსიქოლოგი, რადიოლოგი, ადვოკატი, მხატვარი, სტომატოლოგი, მუსიკოსი, პოეტი და ა.შ. “ცოცხალი ბიბლიოთეკის” პარალელურად, ამერიკული კუთხის სივრცეში, გაიმართა ერთ-ერთი “ცოცხალი წიგნის” მხატვარ ნინო ქირიას პერსონალური გამოფენა. “ამერიკული კუთხის” კოორდინატორმა სოფიო კვარაცხელიამ, ჟურნალისტებთან, აღნიშნა, რომ “ცოცხალი ბიბლიოთეკა” ყოველ წელს იმართება.

მოგეწონა? - გააზიარე!:

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ჩვენი ვებგვერდი

განახლების პროცესშია …