ცოტნე ქვარცხავამ საერთაშორისო ფესტივალზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა


  • ზუგდიდელმა მოჭადრაკემ, ცოტნე ქვარცხავამ, ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ფოთის საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალზე “ნანა ალქესანდრიას თასი – 2022”.

“ფესტივალი მოიცავდა A, B, C, D ღია ტურნირებს, ასევე 10 და 8 წლამდე ასაკობრივ ტურნირებს და ორ ღია ბლიც-ტურნირს. ფესტივალში სულ 10-მდე ქვეყნის 400-მდე მოჭადრაკემ მიიღო მონაწილეობა.

ფესტივალის C ღია ტურნირში, რომელიც განკუთვნილი იყო 1800-ზე ნაკლები ფიდეს რეიტინგის მქონე მოჭადრაკეებისთვის, ზუგდიდელმა მოჭადრაკემ ცოტნე ქვარცხავამ 9 შესაძლებლობიდან 6.5 ქულით 65 მონაწილეს შორის მესამე ადგილი დაიკავა”.-აღნიშნულია ინფორმაციაში.

D ღია ტურნირში ასევე ზუგდიდელმა გრიგოლ ბეჭვაიამ 6.5 ქულით მეოთხე პოზიცია დაიკავა.

8 წლამდე ჭაბუკთა შორის 6 ქულით ათეულში მოხვდა ანდრია ჯახაია.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.