ციხელაშვილი ასოციაცია “იმედში” ქართულ-აფხაზურ მომავალზე


3 მარტს, დედის დღეს, ასოციაცია „იმედში’’ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის  საკითხებში სახელმწიფო მინისტრი  ქეთევან ციხელაშვილი ქართულ- აფხაზური შერეული ოჯახების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ქართულ- აფხაზურ ურთიერთობებზე, სახალხო დიპლომატიაზე, შერიგების პროცესებზე, დიალოგზე, ასევე, გამშვები პუნქტების შესაძლო დახურვაზე და მის შედეგებზე.

შეხვედრაზე მინისტრმა ისაუბრა, მავთულხლართებზე და ბარიკადებზე, რომლებიც პრობლემას წარმოადგენს გამყოფი ხაზის მიღმა მცხოვრებთათვის. „ჩვენ ძალიან ახლოს ვართ მავთულხლართებთან, ბარიკადებთან, რომელთა დაკეტვაზე მიმდინარეობს საუბარი. შესაძლებელია, ეს განზრახვა  სისრულეში მოვიდეს, მაგრამ ქართული სახელმწიფოს პრიორიტეტი იქნება ამ გადაწყვეტილების უკუქცევა და რეალურად ვიმუშავოთ, რათა გადაადგილების თავისუფლება უზრუნველყოფილი იყოს.’’- განაცხადა მინისტრმა.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=h-MbmDCnX7M[/embedyt]

“დევნილ ქალთა მოძრაობა მშვიდობისათვის” ხელმღვანელმა ქრისტინა კილანავამ, ჟურნალისტებთან საუბარში, აღნიშნა, რომ ორგანიზაცია ქართულ-აფხაზურ შერეულ ოჯახებთან დიდი ხანია მუშაობს. მისი განმარტებით, შერეული ოჯახები უდიდეს რესურსს წარმოადგენს ნდობის აღდგენის, კონტაქტების დამყარების და განახლების თვალსაზრისით აფხაზურ საზოგადოებასთან. კილანავა ამბობს, რომ მნიშვნელოვანია მათი  აზრი ქართულ-აფხაზური კონფლიქტის საკითხთან მიმართებაში.

შეხვედრის მონაწილის ხათუნა გულუას თქმით, მათ ურთიერთობა აქვთ როგორც ეთნიკურ აფხაზებთან, ასევე, აფხაზეთში მცხოვრებ ეთნიკურ ქართველებთან.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=lX3M_rGvbwA[/embedyt]


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 20 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!