ციალა ჯოჯუა ახალ წელს სახლში შეხვდება


სულ რამდენიმე წუთია, 64 დღის შემდეგ, გამგეობის წინ საპროტესტო აქცია შეწყვიტა 79 წლის ციალა ჯოჯუამ. ის ახალ წელს საკუთარ სახლში შეხვდება. პროტესტის შეწყვეტის მომენტისათვის გამოძახებულ იქნა სასწარაფო დახმარება, მაგრამ ქალბატონმა ციალამ უარი განაცხადა სამედიცინო დახმარებაზე. მერიისა  და ქალაქის საკრებულოს სამსახურებმა მისი საცხოვრებელი ფართის შეკეთება გუშინ დაიწყეს და ამბობენ, რომ ოთხ დღეში ყველაფერს მოაწესრიგებენ. როგორც შვილმა ლალი ცირდავამ უთხრა “ზუგდიდელები.გე-ს”, პარალელურად მოხდება მათთვის საცხოვრებელი ფართის დაკანონება.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!