ცვლილებები მერიის და საკრებულოს საშტატო ერთეულებში


ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე ცნობილი გახდა, რომ გაუქმდა მერიის ერთი და საკრებულოს თავმჯდომარის ორი თანაშემწის თანამდებობა. სამივე საშტატო ერთეული შეიცვალა მთავარი სპეციალისტის პოზიციით.

საკრებულოს იურიდიულ და სამანდატო, ადამიანის უფლებათა დაცვისა და ეთიკის საკთხთა კომისიის თავმჯდომარე ნუგზარ სარიამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ „რაოდენობა არ შეცვლილა, პირიქით, თანხობრივად, უფრო მცირე თანხაა გამოყოფილი მთავარ სპეციალისტზე, ვინაიდან, თანაშემწე უფრო მეტი თანხით იყო დაფინანსებული.“


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!