- საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ზუგდიდში 26 საჩივარია შესული. როგორც ცესკოს პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ მიქელაძემ განმარტა, საჩივრები ძირითადად პროცედურულ ხარვეზებს შეეხება.
“ზუგდიდის #97-ე საარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარის ინფორმაციით, 3 სადამკვირვებლო ორგანიზაციის დამკვირვებელი ერეოდა და ხელს უშლიდა საქმიანობის განხორციელების პროცესში. მას შემდეგ, რაც აღნიშნული დამკვირვებლები არ დაემორჩილნენ კომისიის თავმჯდომარის მოწოდებას უბნის დატოვების შესახებ, თავმჯდომარე იძულებული გახდა გამოეძახებინა პოლიცია. დამკვირვებლები “პოლიტიკისა და სამართლის ობიექტის”, “სსიპ როპისა” და “აპრიორის” წარმომადგენლები არიან”.-განაცხადა ხესკოს პრე-სპიკერმა.