ცესკო-ს წინასწარი შედეგების მიხედვით, საპარლამენტო არჩევნებში “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ 54.086%-ით ლიდერობს


  • ცესკო-ს წინასწარი შედეგების მიხედვით, საპარლამენტო არჩევნებში “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ 54.086%-ით (1 117 480 ხმა) ლიდერობს. როგორც გიორგი კალანდარიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, 3111 უბნიდან, ამ დროისთვის დათვლილია 3100 უბანი, რაც უბნების რაოდენობის 99.646%-ს შეადგენს.

„ამ დროისთვის 3111 საარჩევნო უბნიდან დათვლილია 3100 საარჩევნო უბნის შედეგი. დარჩენილი 11-იდან 9 უცხოეთის საარჩევნო უბანია, საიდანაც ველოდებით შედეგების გამოგზავნას. ორი საარჩევნო უბნიდან, ერთი არის მარნეულის შემთხვევა, სადაც გაუქმდა პროცესი. მეორე კი დუშეთის შემთხვევა, საიდანაც ამ ეტაპისთვის არ არის ოქმი მიღებული“,- განაცხადა კალანდარიშვილმა.

რაც შეეხება სხვა პოლიტიკური სუბიექტების შედეგებს, შედეგების მიხედვით მეორე ადგილზეა „კოალიცია ცვლილებისთვის – გვარამია, მელია, გირჩი, დროა“, რომელმაც 10.923 % (225 680 ხმა) მიიღო. „ერთიანობა – ნაციონალურმა მოძრაობამ“ – 10.122% (209 137 ხმა) მოიპოვა; „ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ – 8.781 % (181 424 ხმა) აქვს; პარტიას „გახარია საქართველოსთვის“ კი – 7.761% (160 354 ხმა).


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!