ცესკო მერის არჩევნებს 19 მაისისთვის გეგმავს


საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დღეს 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნების მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით №1 მთაწმინდის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნები დანიშნა.

შესაბამისი განკარგულება კომისიის წევრებმა დღეს გამართულ სხდომაზე მიიღეს. არჩევნები მიმდინარე წლის 19 მაისს გაიმართება და ჩატარდება 31 საარჩევნო უბანზე, სადაც საერთო ჯამში რეგისტრირებულია 43 868 ამომრჩეველი.

როგორც ცესკოს პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, დღევანდელ სხდომაზე ცესკომ განსაზღვრა ზოგიერთი საარჩევნო პროცედურა და ასევე ვადები არჩევნებში ჩართული მხარეებისათვის, მათ შორის საინიციატივო ჯგუფებისთვის და დაადგინა საინიციატივო ჯგუფების მიერ წარსადგენი კანდიდატისთვის საჭირო ხელმოწერების მინიმალური ოდენობა. მაჟორიტარი კანდიდატის წარდგენა უნდა იყოს დადასტურებული არანაკლებ 439 ამომრჩევლის ხელმოწერით, რაც არის მთაწმინდის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში რეგისტრირებული ამომრჩევლების ერთი პროცენტი.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ დღეიდან პოლიტიკურ პარტიას ან საინიციატივო ჯგუფს შეუძლია განცხადებით მომართოს ცესკოს თავმჯდომარეს რეგისტრაციის გავლის მიზნით და მომართვის ბოლო ვადა არის 23 მარტი. გარდა ამისა დღეიდან მედიასაშუალებებს და სადამკვირვებლო ორგანიზაციებს უკვე აქვთ შესაძლებლობა აკრედიტაციის გავლის მიზნით მიმართონ შესაბამის საარჩევნო ადმინისტრაციას.”

ანა მიქელაძემ მედიასთან საუბრისას ასევე აღნიშნა, რომ ცესკო გეგმავს, 19 მაისს ჩაატაროს მერების რიგგარეშე და საკრებულოების შუალედური არჩევნები. “დღევანდელ სხდომაზე ცესკომ განსაზღვრა მერების რიგგარეშე არჩევნებისთვის და საკრებულოების შუალედური არჩევნებისთვის ზოგიერთი პროცედურა და ვადები. მოგეხსენებათ, რომ კანონმდებლობის მიხედვით ეს ორივე არჩევნები, ასევე უნდა გაიმართოს მაისის თვეში, თუმცა მათი დანიშვნის თარიღი და შესაბამისი ვადები არის განსხვავებული. ამიტომ საარჩევნო ადმინისტრაცია გეგმავს, რომ მერების რიგგარეშე და საკრებულოების შუალედური არჩევნები ჩატარდეს ზუსტად იმ დროს, როდესაც ტარდება საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნები ანუ 19 მაისს,” – განაცხადა მიქელაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

19 მაისს პარლამენტის შუალედური არჩევნები გაიმართება

 


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!