ზუგდიდის #65 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, 30 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტურში, “ქართული ოცნების” კანდიდატმა მერაბ ქვარაიამ მიიღო ამომრჩეველთა ხმების 70.17% – 9373 ხმა. “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატმა ლევან კონჯარიამ 29,83% – 3984 ხმა.
რაც შეეხება ზუგდიდის თემს, “ქართული ოცნების” კანდიდატმა ედიშერ თოლორაიამ მიიღო 71.09% -13627 ხმა, სანდრა რულოვსმა 28.91%-5542 ხმა.
გამგებლობის კანდიდატებიდან “ქართული ოცნების” წარმომადგენელმა ლაშა გოგიამ მიიღო 69.63%, “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელმა ბესიკ გაბუნიამ 30.37%.