- დღეს, 26 ნოემბერს ცაიშში, იონა მეუნარგიას სახლ-მუზეუმში, მწერალ ლაშა გვასალიასთან შეხვედრა ჩატარდა.
ღონისძიება ,,ქართველ პლუტარქედ” წოდებული, საზოგადო მოღვაწისა და მწერლის, ჩვენი კუთხის თვალსაჩინო პიროვნების, იონა მეუნარგიას დაბადების დღეს მიეძღვნა (იონა მეუნარგია 1852 წლის 26 ნოემბერს დაიბადა ცაიშში).
ლაშა გვასალიამ შეკრებილ საზოგადოებას გააცნო იონა მეუნარგიას ცხოვრება და ღვაწლი ქვეყნის წინაშე. წარმოგვიდგინა იონა, როგორც ქართველ მწერალთა ბიოგრაფი, ”ვეფხისტყაოსნის” მთარგმნელი, წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების აქტივისტი, მეცენატი, სახელმწიფო მოხელე…
იონა მეუნარგიას მუზეუმის გადაწყვეტილებით – ცნობილ ქართველ მწერალს, პოეტს და საზოგადო მოღვაწეს, ლაშა გვასალიას იონა მეუნარგიას პრემია, მოოქროვილი წმინდა გიორგის ორდენი და ჯვრის ტარების უფლება მიენიჭა.
წყარო: ხელოვნებისა და კულტურის ცენტრი
