ჩხორიელი მეთორმეტეკლასელების სამაგალითო ინიციატივა


  • ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ჩხორიის საჯარო სკოლის მეთორმეტეკლასელებმა თავიანთ საკლასო ოთახს კოსმეტიკური რემონტი ჩაუტარეს და ამით ერთ საუკეთესო ტრადიციას ჩაუყარეს საფუძველი.

ლაშა ხარებავა ჩხორიის საჯარო სკოლის მეთორმეტეკლასელი: კლასში 19 ვართ. იდეა ჩვენი საკლასო ოთახის სუფთად დატოვების შესახებ, თითქმის ყველამ ერთად გავახმოვანეთ. მცირე შესაწირი გავაკეთეთ, 19 ვღებულობდით მონაწილოებას სარემონტო სამუშაოებში. გოგოებმა ოთახის იატაკი და კედლები გაასუფთავეს და შესაღებად მოამზადეს. დანარჩენი ბიჭებმა გავაკეთეთ.

მე, ირაკლი, სალომე, სესილი და მარინა ფიფიებმა, ნინი გაბუნიამ, აჩი არქანიამ, ლილიანა გაბუნიამ, მარიამ პაპასკირმა, გიორგი გოგოხიამ, ცოტნე სოსელიამ, ლევან, გიორგი, ლუკა და ნოდიკო კუხალეიშვილებმა, ნინო ხარჩილავამ, მარი ალშიბაიამ, და ლიზი ძიმცეიშვილმა ერთად შევძელით, რომ იმ ახალგაზრდებისთვის, რომლებიც მომავალ წელს ამ საკლასო ოთახში იმუშავებენ ყველაფერი მოწესრიგებულად გადაგვეცა.

მზია სამუშია, მეთორმეტე კლასის დამრიგებელი: “-წლევანდელი კურსდამთავრებულების იდეა, საჩუქრად დაეტოვებინათ განახლებული საკლასო ოთახი მათი ინიციატივა გახლავთ, ეს სურვილი კლასისგან სპონტანური იყო და ჩემთვისაც მოულოდნელი, სასიამოვნოდ გავოცდი, როცა მათი ჩანაფიქრის განხორციელების მომსწრე გავხდი. ანთებული გულებით, მთელი ენთუზიაზმით, სიყვარულით, სიხარულით გაკეთებული საქმე კიდევ უფრო ლამაზს ხდის მათ შედეგს. ასე ვიტყოდი, ეს არ არის მხოლოდ ლამაზი სასკოლო ოთახი მეთორმეტე კლასელებისაგან, ეს არის სიყვარულის, პატივისცემის, ერთგულების, სიკეთის გამოვლინება მთელი სკოლის, პედაგოგების, მომავალი თაობის, მოსწავლე-ახალგაზრდების მიმართ, ალბათ ამ საყვარელი ბავშვების მიზანიც ეს იყო, გამოეხატათ უდიდესი მადლიერება.

მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ჩემს საოცარ ახალგაზრდებს ამ სიკეთისთვის, იმისთვის, რომ ჩვენი სკოლის სახელს საამაყოდ ატარებენ, მიხარია, რომ ეს თქვენ ხართ! ბევრი სუბიექტური, თუ ობიექტური მიზეზების გამო. თქვენ ყოველდღე საოცრებას ქმნით, პატარა სასწაული ხართ ერთმანეთისთვის, ისინი ვინც ცდილობთ გააბედნიეროთ და გაახაროთ თქვენს ირგვლივ მყოფები, კიდევ ერთხელ მოგილოცავთ და უამრავ წარმატებას გისურვებთ ჩვენო საუკეთესოებო, საამაყო ახალგაზრდებო.”


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.