ჩინელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რამდენ ხანს ცოცხლობს კორონავირუსი დახურულ სივრცეში და რა მანძილზეა გადამდები


კორონავირუსი დახურულ კონდიცირებად სივრცეში სულ მცირე 30 წუთი ძლებს და 4.5 მეტრამდე მანძილზე შეუძლია გადაადგილება. აღნიშნულს ცხადყოფს ჩინელი ეპიდემიოლოგების მიერ ჩატარებული კვლევა.
ჩინელმა მეცნიერებმა კორონავირუსის გავრცელების კონკრეტული შემთხვევა გააანალიზეს, რომელიც ჩინეთში სამგზავრო ავტობუსში დაფიქსირდა. ავტობუსში კორონავირუსით ინფიცირებული პირი იმყოფებოდა, რომელსაც პირბადე არ ეკეთა. შედეგად შვიდი ადამიანი დააინფიცირა, მათ შორის წყვილი, რომელიც მისგან 4.5 მეტრის მოშორებით იჯდა. გარდა ამისა, ვირუსი გადაედო ავტობუსის შემდეგი რეისის მგზავრს, რომელიც ავტობუსში პირველი რეისის მგზავრების ჩამოსვლიდან 30 წუთში ავიდა. ჩინელმა მეცნიერებმა ასევე დაადგინეს, რომ კორონავირუსს შეუძლია რამდენიმე დღე გაძლოს ზედაპირზე, რომელზეც ხველის ან დაცემინების შედეგად წვეთები მოხვდა. ამავდროულად, დრო, რომლის განმავლობაშიც ინფექცია არსებობას განაგრძობს ზედაპირზე, დამოკიდებულია ტემპერატურაზე და მასალის სახეობაზე. მაგალითად, 37 გრადუსის პირობებში ვირუსი შეიძლება აქტიური იყოს ორიდან სამ დღემდე პერიოდის განმავლობაში შუშაზე, ქსოვილზე, ლითონზე, პლასტმასზე ან ქაღალდზე. 30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
წყარო


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!