ჩინეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 14 შემთხვევა გამოვლინდა

  • ჩინეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 14 შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყნის ჯანდაცვის ეროვნული კომისიის ცნობით, მათგან 2 შემთხვევა იმპორტირებულია, დანარჩენი კი – ადგილობრივი.

ადგილობრივი შემთხვევებიდან, ერთი შემთხვევა ეპიდემიის თავდაპირველ ეპიცენტრში, ჰუბეის პროვინციაში დაფიქსირდა.

ჯანდაცვის უწყების ცნობით, ჩინეთში ვირუსისგან კიდევ 74 პაციენტი გამოჯანმრთელდა და მთლიანად, განკურნებული ადამიანების რიცხვმა 78 000-ს გადააჭარბა. ამ დრომდე ჩინეთში ვირუსით ინფიცირების სულ 82 901 შემთხვევაა გამოვლენილი. მათგან 4 633 ადამიანი გარდაიცვალა.

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.