“ჩვენ ქრომოსომებს კი არა, მეგობრებს ვითვლით”


დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე, საქართველოს უნივერსიტეტის წარმომადგენლობაში, ხამისკურის UG CLAB-ისა და საქართველოს წითელი ჯვრის ზუგდიდის ფილიალის მოხალისეებთან ერთად აღინიშნა.
წარმომადგენლობის ოფისში შედგა დაუნის სინდრომის შესახებ ფილმის ჩვენება, გაიმართა დისკუსია. აღინიშნა, რომ სამოქალაქო აქტიურობა, მოხალისეობრივი მიდგომები და ინფორმირებულობა, აღნიშნული მიმართულებით, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
CLUB-ის წევრებმა წითელი ჯვრის მოხალისეებთან ერთად დაუნის სინდრომის დიაგნოზის მქონე თანატოლებს პოზიტიური გზავნილები დაუტოვეს წარმომადგენლობის ოფისში, რის შემდეგაც, სიმბოლური გზავნილით, ფრანი ააფრინეს. საქართველოს უნივერსიტეტის სამეგრელო-ზემო სვანეთის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა მაია ღუბელაძემ განაცხადა: ,,დიახ, ჩვენთან, საქართველოს უნივერსიტეტში ქრომოსომებს კი არა, მეგობრებს ვითვლით. ამიტომაც, ეს დღე მათთნ ერთად აღვნიშნეთ. დამეთანხმეთ, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ უფრო ცივილიზებული, მიმღები და კეთილგანწყობილი ვიყოთ”.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!