“რუსთავი2″–ის პოპულარულ პროექტში, “ჩემი სამზარეულოს წესები”, ორი ზუგდიდელი ქალბატონი მონაწილეობს. სიყრმის მეგობრები, კლასელები, ექიმი მედეა შედანია და პედაგოგი ნანა კიტია იბრძოლებენ იმისთვის, რომ საზოგადოებას წარუდგინონ მათ მიერ მომზადებული კერძები და ასახელონ თავიანთი ქალაქი.
უკვე გავიდა ეთერში გადაცემის რეკლამა. გადაცემა დაიწყება 25 აპრილს.
“ჩემი სამზარეულოს წესების” პირველ სეზონში მონაწილეობა მიიღეს ზუგდიდელებმა მაია კალანდიამ და ბესიკ ჭითანავამ.