- შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მათ ინფრასტურქტურაზე სხვადასხვა ქვეყნებიდან კიბერშეტევა მოხდა.
“23 თებერვალს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კომპიუტერულ ინფრასტრუქტურაზე სხვადასხვა ქვეყნებიდან კიბერშეტევა განხორციელდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისმა დანაყოფმა ოპერატიული მოქმედებების შედეგად შეტევა აღკვეთა.
გამოძიება კომპიუტერული მონაცემის ანდა კომპიუტერული სისტემის უკანონოდ გამოყენებისა და ხელყოფის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 285-ე და 286-ე მუხლებით მიმდინარეობს”.-ნათქვამია შსს განცხადებაში.