შსს მინისტრი-ბადრი ესებუა შესაძლოა საერთაშორისო ძებნილად გამოცხადდეს


  • შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური არ გამორიცხავს, რომ ზუგდიდში „საქართველოს ბანკზე“ თავდასხმისთვის ძებნილი ბადრი ესებუა საერთაშორისო ძებნილად გამოცხადდეს.

ჟურნალისტის კითხვაზე, მოსალოდნელია თუ არა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ესებუა საერთაშორისო ძებნილად გამოაცხადოს, ვახტანგ გომელაურმა განაცხადა: “ალბათ გამოვაცხადებთ”.

21 ოქტომბერს, ზუგდიდში შეიარაღებული პირი “საქართველოს ბანკში” შეიჭრა. “საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდასხმა ბადრი ესებუამ განახორციელა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.