დღეს, არტგალერეაში შედგა ახალგაზრდა პოეტის შოთა წურწუმიას პოეზიის საღამო. შოთა წურწუმია ჩხოროწყუელია, ამბობს, რომ ბავშვობიდან წერს, მაგრამ სტუდენტობამდე არ გაუმხელია ამის შესახებ და ისიც, სრულიად შემთხვევით, ერთ-ერთ ღონისძიებაზე, მხოლოდ მას შემდეგ, როცა დიდი ინტერესი გამოთქვეს მის მიერ წაკითხული ლექსებისადმი. [embedyt] http://www.youtube.com/watch?v=MIFyLTif9Fw[/embedyt]ახალგაზრდა პოეტი უკვე 2 კრებულის ავტორია. ძირითადად წერს მეგრულ ენაზე და სოციალურ ქსელებში მაღალი რეიტინგით სარგებლობს. აპირებს გახდეს სამართალმცოდნე და სასწავლებლად ვენაში მიემგზავრება. არაზუგდიდელობას, შოთასთვის ხელი არ შეუშლია, ზუგდიდის არტგალერეაში მისთვის, ზუგდიდელებს, ღირსეულად ემასპინძლათ და დიდი სიყვარულით მოესმინათ.