შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ფსიქოლოგიის ცენტრი გაიხსნა


  • დღეს, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ფსიქოლოგიის ცენტრი გაიხსნა.

პროექტი ხორციელდება საერთაშორისო პროგრამის ფარგლებში, შექმნილია კონსორციუმი, სადაც საქართველოდან 9 უნივერსიტეტი იღებს მონაწილეობას, მათ შორის ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტი, კონსორციუმში მონაწილეობს 3 უცხოური უნივერსიტეტი.

პროექტის პარტნიორები არიან განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი.

პროექტი 2 წელია ხორციელდება, პროგრამის ფარგლებში გადამზადდა პერსონალი. ცენტრის არსებობა მნიშვნელოვანია უნივერსიტეტის ბაზაზე, რადგან ის მუნიციპალიტეტში არსებულ შესაბამისი პროფილის დაწესებულებებთან გაფორმებული მემორანდუმების საფუძველზე მოემსახურება ბენეფიციარებს რეგიონის მასშტაბით .


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

three + nineteen =

Akismet ანტისპამი