- შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ბაზაზე ახალი სასწავლო კორპუსის მშენებლობა მიმდინარეობს.
250 პროფესიულ სტუდენტზე გათვლილი თანამედროვე სტანდარტების შენობა პირველ სტუდენტებს ინფორმაციული ტექნოლოგიების, ჯანდაცვის, განათლებისა და ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებების პროფესიულ პროგრამებზე ახალი სასწავლო წლიდან მიიღებს.
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისი ღირებულება მილიონ შვიდასი ათასი ლარია. უნივერსიტეტის ბაზაზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილი სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილესთან ნინო ვიბლიანთან და ქალაქის მერთან გეგა შენგელიასთან ერთად გაეცნო.