- დღეიდან, 27 ნოემბრიდან, მართლმადიდებელ ეკლესიაში შობის მარხვა იწყება და იგი ქრისტეს შობამდე,- ძვ.ს. 25 დეკემბრამდე (ახ.სტილით 7 იანვარი) გრძელდება.
საშობაო მარხვა უძველესი დროიდანაა დადგენილი და მორწმუნეები მას პირველივე საუკუნიდან იცავენ. სხვადასხვა ეპოქაში ამ მარხვას განსხვავებული დღეთა რაოდენობა ჰქონდა. 1166 წელს ჩატარებულ კრებაზე კი მისი ხანგრძლივობა 40 დღით განისაზღვრა.
საშობაო მარხვა დაწესებულია ქრისტეშობის დღესასწაულისთვის სათანადოდ მოსამზადებლად.