შეხვედრა ახალგაზრდა პოეტებთან


საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ზუგდიდს ახალგაზრდა თაობის გამორჩეული პოეტები ესტუმრნენ. შემოქმედებითი პროექტის „პოეზია დღეს“ მონაწილე პოეტები:
თემურ ელიავა, ზაზა სუყაშვილი, გიორგი ბალახაშვილი, რუსო ბაზალი, რაჟდენ გველესიანი, ანი კიკნაძე, დავით კინწურაშვილი, ჯანო შენგელია, როინ აბუსელიძე, გენრი დოლიძე, დავით ყვავაძე, ეკა კვიციანი, თეა თაბაგარი, ნინო ნეკერიშვილი და პაპუნა გიორგაძე.
ზუგდიდელ მკითხველს სამხატვრო გალერეაში შეხვდნენ, სადაც ავტორების წიგნების პრეზენტაცია მოეწყო. პოეტ თემურ ელიავას პროექტი „პოეზია დღეს“ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით განხორციელდა.
ღონისძიებას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.