შეხვედრა ამპუტანტ ფეხბურთელებთან


დღეს, ასოციაცია ,,ჰანგის” ინიციატივით ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ვეტერან ამპუტანტ ფეხბურთელთა გუნდს შეხვდნენ. გუნდმა საქართველოს ამპუტანტ ფეხბურთელთა ჩემპიონატში მიიღო მონაწილეობა, სადაც ჩემპიონობა მოიპოვეს. 
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ მერაბ ქვარაიამ კიდევ ერთხელ მიულოცა ეს გამარჯვება გუნდს და აღნიშნა, რომ აუცილებელია შშმ პირთა ინტერგრირება საზოგადოებასთან. მერაბ ქვარაიას განცხადებით, უახლოეს მომავალში შეიქმნება შშმ პირთა საბჭო, რომელიც აქტიურად ითანამშრომლებს ადგილობრივ ხელისუფლებასთან.
 შეხვედრას ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე კობა ჯიქია მერიის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.