დღეს, ზუგდიდში, „აგროსახლში“, საქართველოს აგროჟურნალისტთა ასოციაციამ, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის მედიასაშუალებებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა. საქართველოს აგროჟურნალისტთა ასოციაციის გამეგობის წევრმა რუსუდან გიგაშვილმა, აღნიშნა, რომ შეხვედრის მიზანი იყო ახლადშექმნილი ასოციაციის ღირებულებების და პრინციპების გაცნობა. “ასოციაციის მიზანია, გაზარდოს ჟურნალისტთა ცნობიერება სოფლის მეურნეობის მიმართულებით. მეტი ღრმა, აგროკონტენტი შეიქმნას. საბოლოო მიზანი ის გახლავთ, რომ სოფლად მცხოვრებ ადამიანს, ფერმერს, ჰქონდეს კვალიფიციური მასალა, ოპერატიულად იმუშავოს, გაზარდოს თავისი პროდუქცია და ზოგადად გაიზარდოს ქვეყანაში ადგილობრივი წარმოება და გახდეს უფრო განვითარებული სოფლის მეურნეობა“. რუსუდან გიგაშვილის ინფორმაციით, აგროჟურნალისტთა ასოციაცია ჩაატარებს ტრენინგებს სოფლის მეურნეობის საკითხებზე, ვორქშოფებს. მისი განმარტებით, ჩატარდება კონკურსები აგროთემატიკის მიმართულებით, იგეგმება გაცვლითი პროგრამები. რომელიც დაეხმარება ჟურნალისტებს არ მოწყდნენ აგროთემატიკას, განვითარდეს, აიმაღლოს ცოდნა და პულსზე ყოველთვის ხელი ედოს სოფლის მეურნეობის განვითარებაში.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=Jr8uX5te3vQ[/embedyt]
ღონისძიების ორგანიზატორების ინფორმაციით, რეგიონული შეხვედრები საქართველოს 8 რეგიონში მიმდინარეობს, რის შემდეგაც, ასოციაციის პრეზენტაცია დედაქალაქში შედგება.